Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია 2024-25 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობით ჩარიცხულ სტუდენტთათვის

12 -13 თებერვალს, 10.00 სთ-დან 17.00სთ-მდე გარე მობილობით ჩარიცხულმა სტუდენტებმა საბუთები წარმოადგინეთ ფაკულტეტის კანცელარიაში, მე-6 კორპ.N203 ოთახი (იხ.ბმული)

თქვენს მიერ ჩაბარებული საგნების სილაბუსები გადმოაგზავნეთ მისამართზე:  Social@tsu.ge  

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განცხადება;

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ფოტოსურათი (3X4) 2 ცალი;

ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დროის სიმცირის გამო  შესაძლებელია მივიღოთ საბუთები ხარვეზითაც,  თუმცა ხარვეზის აღმოფხვრა უნდა მოხდეს 3-4 დღეში.

 

მობილობით გადმოსულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება 18 თებერვალს 12:00სთ-ზე  მე-6კორპ. N303 აუდიტორიაში.

შეხვედრაზე გარე მობილობის სტუდენტები გაეცნობიან აღიარებულ კრედიტებს და განსაზღვრულ სემესტრს, ამის შემდეგ სტუდენტი აფორმებს  თანხმობას ან აცხადებს უარს სწავლის გაგრძელებაზე.

სტუდენტები გაეცნობიან როგორ უნდა აირჩიონ საგნები  https://uni.tsu.ge/ ).

საგნების არჩევა ხდება  სასწავლო განრიგის მიხედვით, რომელიც განთავსებულია ფაკულტეტის  ვებ.გვერდზე. იხ.ბმული

 ჩარიცხვის ბრძანების შემდეგ სტუდენტები აფორმებენ ხელშეკრულებას უნივერსიტეტთან, იხდიან თანხას(საქართველოს ბანკი, თიბისი) და სპეციალისტების დახმარებით სასწავლო ბაზიდან ირჩევენ საგნებს

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენივე მიმართულების ტუტორებს( მე-6 კორპ. N 201 ოთახი).

საყურადღებო ინფორმაცია მობილობით გადმოსული სტუდენტთათვის:

გარე მობილობით ჩარიცხულ  სტუდენტებს სპეციალობის შეცვლა შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სემესტრის სწავლის შემდეგ  შიდა მობილობის საფუძველზე.

მნიშვნელოვანია იცოდეთ საფაკულტეტო  ან სპეციალობის სავალდებულო საგნის სამჯერ ვერ ჩაბარების შემთხვევაში ირიცხებით ფაკულტეტიდან/სპეციალობიდან.

თარიღი: 12/02/2025